"ინვალიდთა ასოციაცია" პენსიების, დახმარებებისა და შემწეობების აუცილებელ საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ითხოვს

"ინვალიდთა ასოციაცია" პენსიების, დახმარებებისა და შემწეობების აუცილებელ საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას და ასოციაციისთვის ფართის გამოყოფას ითხოვს.

ინვალიდების პრობლემებთან დაკავშირებით ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა სიხარულიძე ხვალ, 13.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ პრესკონფერენციას გამართავს.

როგორც "ინვალიდთა ასოციაციაში" აცხადებენ, მათი ორგანიზებით 14 ივნისს, ინვალიდთა უფლებების დაცვის დღეს, რამდენიმე გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება. დაგეგმილია ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე აღლუმის ჩატარებაც. მასში მონაწილეობას მიიღებენ ინვალიდები, ვეტერანები, სხვა კატეგორიის პენსიონერები, დევნილები, უმუშევრები.

"ინვალიდთა ასოციაცია" მოუწოდებს არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ "ინვალიდთა ასოციაციას".

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება