სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ რკონში მცხოვრებ მოხუცებს საქანელები დაუყენეს

საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებულ სოფლის პროგრამის ფარგლებში კასპის რაიონის სოფელ რკონში მცხოვრებ მოხუცებს საქანელები დაუყენეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

კასპის რაიონის სოფელ რკონში ორი მარტოხელა მოხუცი – ნინა ბერძენი და მარიამ ჩოხელი სხვადასხვა სახლებში ცხოვრობენ. რკონში, სადაც ზამთარი დიდხანს გრძელდება და მთიან ზონაში მდებარეობს, მათ სასმელი წყლის მოზიდვა შორი მანძილიდან უწევთ.

ცენტრის ცნობით, სოფლის პროგრამის შესახებ მოხუცებმა, მხოლოდ, ის იციან, რომ იმ თანხით საცხოვრებელი სახლის წინ საქანელები ჩამოკიდეს, თუმცა სასმელი წყლის რეაბილიტაცია უფრო გაახარებდათ.

სოფლის რწმუნებულმა გიორგი სალხინაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ სოფელს წელს დახლოებით 2200 ლარი გამოეყო.

,,მცხოვრებლები ითხოვდნენ სასმელ წყალის რეაბილიტაციას, თუმცა თანხა არასაკმარისი იყო და ამიტომ სპორტული კომპლექსი ვარჩიეთ", – განაცხადა სალხინაშვილმა, რომელიც ორ ცალ საქანელას სპორტულ კომპლექსს უწოდებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს