ველისციხის მოსახლეობა მგლებისგან დაცვაში დახმარებას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მოსახლეობა მგლებისგან დაცვაში დახმარებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, მტაცებელი სოფელში საქონელს იმ დროს შეესია, როცა ადგილობრივები მათ სოფლის მინდვრებზე მწყემსავდნენ. ნადირისგან თავის დაღწევას მწყემსები ხელკეტებით შეეცადნენ, ერთი მგელი მოკლეს, ხოლო სამი გაიქცა.

ბოლო პერიოდში მგლების მომრავლება იმ ადგილებში ფიქსირდება, სადაც მოსახლეობას ვენახები და ატმის ბაღები აქვს გაშენებული. ბოლო ერთ კვირში რაიონში ეს მტაცებლების შემოსევის უკვე მესამე შემთხვევაა.

ადგილობრივები სოფლებში სამონადირეო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს