"თბილისის იპოდრომმა" სახელმწიფოს ოთხი ცხენი აჩუქა

შპს "თბილისის იპოდრომმა" სახელმწიფოს ოთხი ცხენი აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აქვეყნებს, რომელმაც 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების შემთხვევები შეისწავლა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანდართული დოკუმენტების მიხედვით, 2008 წელს ნაჩუქარი ცხენების ღირებულებამ, საერთო ჯამში, 18 801 ლარი შეადგინა, ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი 11 250 ლარად არის შეფასებული.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით, აღნიშნულ წლებში ყველაზე ხშირად სახელმწიფოს ძვირად ღირებულ ავტომობილებს ჩუქნიდნენ, დაფიქსირებულია უძრავი ქონებისა და წილების ჩუქების მრავალი შემთხვევა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს