ყვავილების ფესტივალი 25-26 მაისს გაიმართება

ტრადიციად ქცეული ყვავილების ფესტივალი 25-26 მაისს გაიმართება. როგორც თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დედაქალაქისთვის ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეული ყვავილების ფესტივალი წელს პირველად ორი დღის განმავლობაში გაიმართება. ამ მიზნით, სიონის ქუჩის, სიონის სკვერის, ბამბის რიგისა და კინოს მოედნის ტერიტორიაზე ორდღიანი ბაზრობა მოეწყობა, სადაც საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული მცენარეების, ბაღის ფურნიტურის, ხის მერქნისაგან, გამხმარი ყვავილებისა თუ ფოთლებისგან შექმნილი კომპოზიციების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

"ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც გამწვანების ყველაზე მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე ზომის სანერგეები, პროფესიონალი ფლორისტები, ყვავილების მაღაზიები და კერძო კოლექციონერები. ფესტივალზე ყვავილების 70-მდე კერძო კოლექცია იქნება წარმოდგენილი", _ აცხადებენ მერიაში.

საფესტივალო ყვავილების ბაზრობა 25-26 მაისს, 10:00 საათზე გაიხსნება და 19:00-მდე იმუშავებს. დამთვალიერებლებსა თუ ყვავილების შეძენის მსურველებს მთელი დღის მანძილზე მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და კვალიფიციური ფლორისტ-კონსულტანტები მოემსახურებიან.

"ცოცხალი მცენარეები, იშვიათი ჯიშის ქოთნის ყვავილები, მარადმწვანე, დეკორატიული ხეები, გამოყენებითი ნივთები, სუვენირები, სამკაულები, თექაში, ხეში, ლითონსა და თიხაში შესრულებული ნამუშევრების მრავალფეროვნება მიმზიდველი იქნება არამარტო თბილისის მაცხოვრებლებისთვის, არამედ უცხოელი სტუმრებისთვისაც", _ განმარტავენ მერიაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი