სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "დეზერტირები 2012"-ში ხორცის სექცია დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წინამძღვრიშვილის ქ. #135-ში მდებარე აგრარული ბაზრის ("დეზერტირები 2012") ხორცის სექციაში ჯანმრთელობისათვის საშიში სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე, რომელმაც საქონლის ხორცი აღნიშნულ სექციაში შეიძინა, ჯილეხით დაავადდა და ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას გადის, ხორცი კი კვლევისთვის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

მოვაჭრის განცხადებით, მან ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 კგ ხორცი შეიძინა, რომელიც ლაბორატორიის გვერდის ავლით და, შესაბამისად, ფორმა #2-ის გარეშე შეიტანა "დეზერტირები 2012"-ში.

ი/მ "გრიგოლ სარალიძე", რომელსაც აგრარული ბაზრის ხორცის სექცია იჯარით აქვს აღებული, დაჯარიმდა 1000 ლარით, ხორცის სარეალიზაციო სექციები კი დაილუქა.

"დეზერტირები 2012"-ში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებამდე ხორცის რეალიზაცია შეწყვეტილია.

უახლოეს დღეებში შესაძლოა, დაიხუროს "დეზერტირების" ბაზრის მიმდებარე ე. წ. გვირაბიც.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს