ალექსი პეტრიაშვილი უკრაინაში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი უკრაინის ქ. ლვოვში გაემგზავრა. როგორც "ინეტრპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში.

დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის სიტყვით გამოსვლა ფორუმის პლენარულ სესიაზე - "გლობალიზაცია და ინტეგრაცია: გამოწვევები და გადაწყვეტილებები".

ალექსი პეტრიაშვილთან ერთად პანელის მუშაობაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლექსანდრ ვილკური, პოლონეთის ვიცე -პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იანუს პიეჩოცინსკი. სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ფორუმის მონაწილეები ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

სახელმწიფო მინისტრი ლვოვიდან ბელგიაში, ქ. ბრუსელში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია ალექსი პეტრიაშვილის ორმხრივი შეხვედრები  ნატო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ასევე, 17 ოქტომბერს ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა კრანს-მონტანას საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს