"ახალგაზრდა ადვოკატები" ხვალ კონფერენციას გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები", თემაზე "ევროკავშირის სტანდარები, თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია საქართველოში", ხვალ კონფერენციას გამართავს.

მრგვალი მაგიდა ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა, საქართველოს კანონის ეფექტურობისა და ნაკლოვანებების შეფასება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში; ევროპაში არსებული მაკონტროლებელი კომისიები და თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში არსებული ევროკავშირის სტანდარტები; ქართული მონოპოლისტი კომპანიები, მონოპოლია და ოლიგოპოლია საქართველოში და საქართველოს მთავრობის მიერ, შესყიდვებისა და კონკურენციის სფეროში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კონფერენციას ექსპერტები და სამთავრობო უწყებების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრებიან.

შეხვედრის ბოლოს თემებზე დისკუსია გაიმართება და სარეკომენდაციო წინადადებები მომზადდება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს