ირაკლი ღარიბაშვილი ერლომ ახვლედიანის დაბადებიდან 80 წლისთავს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი მწერლისა და დრამატურგის ერლომ ახვლედიანის დაბადებიდან 80 წლისთავს ეხმაურება.

"ქართველ მწერალსა და დრამატურგს ერლომ ახვლედიანს დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ერლომ ახვლედიანმა დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინოხელოვნებაში. მისი სცენარით გადაღებული ფილმები ქართულ კინოშედევრებად არის აღიარებული და მათ ბევრი თაყვანისმცემელი და დამფასებელი ჰყავს.

დიდი ხელოვანის, ერლომ ახვლედიანის შემოქმედება მუდამ ძვირფასი იქნება ქართველი მკითხველისა და მაყურებლისათვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოხმაურებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს