"საქართველოს რკინიგზა" - უჩა მამაცაშვილი, როგორც საჯარო მოხელე, მონაწილეობას იღებდა გადაზიდვებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში

"საქართველოს რკინიგზაში" ბოლო პერიოდის რკინიგზის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე განმარტებები გაკეთდა.

როგორც "ინტერპრესნიუს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს, ასევე გაკეთდა განცხადება საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე, უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებთაც.

სტატისტიკურ მაჩვენებლებზე განმარტებები "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ გააკეთა. მისი თქმით, ტვირთბრუნვის შემცირების მიუხედავად, რკინიგზის შემოსავლებმა იმატა და ფინანსური გეგმა ჩვეულებრივად სრულდება.

"საუბარია ნედლი ნავთობის შემცირებაზე, ასევე ხორბლის ტვირთბრუნვის შემცირებაზე, რომელსაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. შავი ზღვის პორტებში დაახლოებით 15%-ითაა შემცირებული ტვითბრუნვა. ბუნებრივია, თუ შავი ზღვის პორტები ნაკლებ ტვირთებს გადაამუშავებენ, შესაბამისად, ჩვენს დერეფანში რკინიგზის მეშვეობით ნაკლები ტვირთი გამოივლის. ასე, რომ ამას ობიექტური მიზეზები აქვს და საგანგაშო არაფერია. შემოსავლების მატება კი დამოკიდებულია იმ რეზერვზე, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. ზრდა განაპირობა მოქნილი ტარიფების შემოღებამ, სადგურში სერვისების გაუმჯობესებამ და "ჯორჯიან ტრანზიტის" შემოსავლების რკინიგზის ბიუჯეტში გადმორიცხვამ, რომელიც გასულ წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ოფშორში კერძო პირების ჯიბეებში ილექებოდა. რაც შეეხება ტვირთებს, მათი რაოდენობა ბაზრებზე ვითარების ცვლილების პროპორციულად გაიზრდება", - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

"საქართველოს რკინიგზაში" განცხადება უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებითაც გაკეთდა. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მამაცაშვილი 2013 წლიდან სს "საპარტნიორო ფონდის" დირექტორის მოადგილედ მუშაობს, საპარტნორო ფონდი კი სტრუქტურულად და იურიდიულად სააქციო საზოგადოებაა, რომლიც 100%-ით ფლობს "საქართველოს რკინიგზის" აქციებს. უჩა მამაცაშვილი არა როგორც კერძო პირი, არამედ როგორც საჯარო მოხელე მონაწილეობას იღებდა გადაზიდვებთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს