სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში ვადაგასული სურსათი, თბილისში კი საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა გურჯაანში, ი/მ "თინა აბელაშვილის" მაღაზიაში, სადაც რამდენიმე დღის წინ მოქალაქემ მუჟუჟში მატლი აღმოაჩინა, მონიტორინგი ინფორმაციის მიღებისთანავე ჩაატარეს. მაღაზიაში "ორ ნაბიჯზე" მუჟუჟი დახლზე აღარ იყო, თუმცა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ამოიღეს ვადაგასული სურსათი - თევზის კონსერვები, ძეხვი, ქათმის შებოლილი ბარკალი ვაკუუმში, ხორციანი ბლინი, ვაფლის ტორტი, ბურბუშელა.

ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა.

ჩატარდა ასევე არაგეგმური ინსპექტირებაც, მაგრამ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო გაიცა რეკომენდაციები.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ხორცის სარეალიზაციო მაღაზია "სამი გოჭიდან" ამოიღეს საეჭვო წარმომავლობის ხბოს ხორცი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ი/მ "მანანა კვიტაშვილი" დაჯარიმდა 1000 ლარით.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს