ჰოლივუდის მსახიობი რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

სამართალდამცველები  ამ დროისთვის თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ.

"ამ ეტაპზე სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი, თვითმკვლელობის შედეგად მიღებული ასფიქსია გახდა. თუმცა , საბოლოო დასკვნა გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი",-აცხადებენ სამართალდამცველები.

მიმდინარე წლის ივლისში ჟურნალისტები წერდნენ, რომ რობინ უილიამსი ნარკოტიკებზე და ალკოჰოლური დამოკიდებულების პროგრამის ფარგლებში, სპეციალურ  კლინიკაში მკურნალობდა. ამბობდნენ იმასაც, რომ  მსახიობი დეპრესეშია იყო.

63 წლის მსახიობი ოსკარისა და რამდენიმე "ოქროს გლობუსის" მფლობელი იყო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს