ვაშინგტონმა საქართველოში დაბადებული თარხან ბათირაშვილი "შავ სიაში" შეიყვანა

ვაშინგტონმა საქართველოში დაბადებული თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი "შავ სიაში" შეიყვანა. რადიო "ამერიკის ხმის" ინფორმაციით , მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ 11 ადამიანი "ისლამურ სახელმწიფოსა" და სხვა დაჯგუფებებისთვის ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფდა, ისინი ტერორისტთა გლობალურ სიაში შეიყვანეს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ სიაში შეყვანილთა შორის არის თარხან ბათირაშვილიც.

"ტერორისტებად ეს პირები მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ ისინი ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფდნენ სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციებისთვის. ესენია: "ისლამური სახელმწიფო", "ალ ნუსრა", "ალ ყაიდა" და "ჯამაალ ალ ისლამია". ტერორისტთა სიაში შეყვანა იმას ნიშნავს, რომ ამ პირთა ფინანსური საქმიანობა და საზღვრების გადაკვეთის მცდელობა ყველა მეთოდით აღიკვეთება", - წერს რადიო "ამერიკის ხმა".

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტი მაიკლ ჩეჩირე აცხადებს, რომ ხაზინის გადაწყვეტილება კოორდინირებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ამ ადამიანებისა და მათი ორგანიზაციების იზოლაციასა და ფინანსური წყაროების გადაკეტვას ითვალისწინებს. ჩეჩირეს ვარაუდით, თარხან ბათირაშვილი ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, მაგრამ "შავ სიაში" მისი შეყვანა აღნიშნული ორგანიზაციებისათვის ყველა შესაძლო არხის დახურვას ისახავს მიზნად.

ექსპერტის აზრით, სირიაში საქართველოდან წასული 20-30 კაცი იბრძვის, რომელთა უმრავლესობა ჩეჩენი ან პანკისელი ქისტია. ჩეჩირეს შეფასებით, ყველაზე ნიშანდობლივი ასპექტია ქართველების დისპროპორციული როლი ტერორისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პოსტებზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თარხან თემურის ძე ბათირაშვილი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ორგანიზაცია "სირიისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელეთა რიგებში ირიცხება და არაერთი თავდასხმის ორგანიზატორია. ბათირაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერია. მისი დავალებით, 2014 წლის ივნისში, მანქანების, იარაღისა და ტყვია-წამლის მოსაპოვებლად "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სირიიდან ერაყში გადავიდნენ. ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ ბათირაშვილი ავტორია ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომუნიკესი, რომელშიც ის "ისლამური სახელმწიფოს" მხარდასაჭერად ერაყის ქალაქ მოსულში საყოველთაო მობილიზაციას ითხოვს. ბათირაშვილი ასევე არის "ისლამური სახელმწიფოს" შურას საბჭოს წევრი. 2013 წლის მაისში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქარ ალ ბაღდადიმ ის ორგანიზაციის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურად დანიშნა. ამჟამად, ბათირაშვილის დაქვემდებარებაშია ათასამდე ისლამისტი მებრძოლი.

თარხან ბათირაშვილი ცნობილია არაერთი ფსევდონიმით: ომარ ალ-შიშანი, ჩეჩენი ომარი, აბუ უმარ ალ-შიშანი და აბუ უმარი.

სირიაში გამგზავრებამდე ბათირაშვილი სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა. იგი საქართველოს ჯარში მსახურობდა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია