მეექვსე საავტორო სკოლაში სანოტო კრებულ "ნანინას" პრეზენტაცია გაიმართება

მეექვსე საავტორო სკოლაში დღეს სანოტო კრებულ "ნანინას" პრეზენტაცია გაიმართება.

"მაღალი გემოვნებით, საუკეთესო პოლიგრაფიული ხარისხით გამოცემული კრებული ქართული მუსიკის, ისტორიის, ხატწერის, მხატვრობის, ხელნაკეთი "სახიანი ნაბადის" საინტერესო სინთეზია. "ნანინა" მოიცავს 55 სხვადასხვა ტიპის და კუთხის, როგორც ხალხურ, ასევე ქალაქურ სიმღერებს, საგალობლებს. თან ახლავს აუდიო დისკი, სადაც განსხვავებული შემადგენლობის გუნდები თუ ანსამბლები ზოგ შემთხვევაში ასე სადად, ზოგ შემთხვევაში კი საინტერესო იმპროვიზაციური ვარიანტებითაა აჟღერებული", - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, კრებული თარგმნილია გერმანულ ენაზე. "თითოეულ სიმღერას თან ახლავს ტრანსლიტერაცია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა ევროპულ სივრცეში. ეძღვნება ქართული ფოლკლორის ბრწყინვალე შემფასებელს, ნამდვილ ქომაგს და დამცველს ამირან (პაკო) სვიმონიშვილს", - განმარტავენ ღონისძიების ავტორები.

პრეზენტაცია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. წარმოდგენილი იქნება კონსტანტინე ამირეჯიბის ნახატების და ასმათ ოქროპირიძის "სახიანი ნაბადის" გამოფენა.

საღამოს დაამშვენებს ბავშვთა გუნდის "პატარა გეორგიკას" და ბიჭუნათა გუნდის "ბიჭების" მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები, ქალაქური მრავალჟამიერი და საგალობლები.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს