ახალგორის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებული ახალგორის შესასვლელთან დევნილებისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აღნიშნული აქციით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის "სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების" გაფორმებას აპროტესტებენ.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ვარაუდობს, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ახალგორის იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებიც 2008 წლიდან დღემდე ცხინვალში გაცემული ე.წ. პროპუსკებით გადაადგილდებოდნენ, მოძრაობა შეიზღუდება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს