შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები ბორჯომშიც მიმდინარეობს

პოლიციის თანამშრომლების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ბორჯომშიც მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბორჯომიდან იუწყება, ქალაქის შესასვლელში პოლიციის თანამშრომლები ყველა გამვლელ სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც ამოწმებენ.

შალვა აბულაძის ოჯახის წევრები პრესასთან კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხებათ მის მეგობრებს, ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, დავით როკეტიშვილი, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია, პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბრალდებებთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს.

"თბილისში მილიონი ვიდეოთვალია დამონტაჟებული. როგორ ვერ შეძლო ბრალდების მხარემ, რომ წარმოედგინა რაიმე ტიპის მტკიცებულებები. მე ეჭვი მეპარება, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბრალდებებთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამებოდეს. რომ გავრცელებულიყო ინფორმაცია, რომ ვინმემ მოკლა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და ამაში დაედანაშაულებინათ შალვა აბულაძე, არ გამიკვირდებოდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს. რიგითი პოლიციელების მკვლელობას შალვა აბულაძის მხრიდან ნამდვილად ვერ დავიჯერებ. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ აბულაძე მოსული იყო ჩვენთან და დაგვემშვიდობა. ჩემი ინფორმაციით, მან საქართველოს ფარგლები დიდი ხნის წინ დატოვა", - აცხადებს დავით როკეტიშვილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს