რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი კინორეჟოსორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ბოლო პერიოდში რეზო ჩხეიძე მძიმედ იყო ავად და საავადმყოფოში აპარატზე იყო მიერთებული.

რეზო ჩხეიძე დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის ოჯახში. 1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი სასახლე" (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო" და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).

გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), "მაია წყნეთელი" (1959), "განძი" (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), "ზღვის ბილიკი" (1962),"ჯარისკაცის მამა" (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), "ღიმილის ბიჭები" (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია "ჯარისკაცის მამასთან" ერთად, 1970), "ნერგები" (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.

რეზო ჩხეიძე იყო ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს