აბანოთუბანში ჭრელი აბანოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბანოთუბანში ჭრელი აბანოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რესტავრატორები ნაგებობის ყველაზე დაზიანებულ ნაწილების - მცირე გუმბათების გამაგრებას ახორციელებენ.

დღეს აბანოთუბანში იმყოფებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე. მან მედიის წარმომადგენლებს სპეციალისტებთან ერთად აუხსნა სარეაბილიტაციო სამუშაობის დროს მცირე გუმბათების ადგილიდან მოხსნის აუცილებლობა, რომელიც სარესტავრაციო პრაქტიკაში აპროპირებული და მიღებული ფორმაა. გამაგრებული და რეაბილიტირებული გუმბათები ადგილზე პირვანდელი სახით აღდგენის შემდეგ დამონტაჟდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ჭრელი აბანოების გუმბათების რესტავრაცია არათავსებადი მეთოდებით მიმდინარეობს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზად არის დაინეტერესებულ მხარეებს კიდევ უფრო დეტალურად გააცნოს ჭრელი აბანოების სარეაბილიტაციო პროექტი, რათა ამა თუ იმ პროექტის კრიტიკული შეფასება პროფესიული მსჯელობის ფორმატში განხორციელდეს.

"პროექტი არის ძალიან მაღალკვალიფიციურად შედგენილი. ხორციელდება სარესტავრაციო პროექტი. მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს. რესტრავრაცია ჩატარდეს და გუმბათის რესტავრაცია არ მოხდეს, ეს წარმოუდგენელი და ნონსენსია. ჭრელი აბანო მთლიანად 2016 წელს იქნება სრულად რესტავრირებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ სანამ რამეს იტყვიან, იქამდე გადაამოწმონ", - განახცადა სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინსპექციის თანამშრომლის, ნიკოლოზ საზუნიშვილის თქმით, გუმბათები რესტავრაციის შემდეგ იქნება ისეთივე სახის, როგორიც იყო.

"ძეგლზე სამუშაოების წარმოების დროს, იმის შემდეგ რაც ხარაჩოები გაიმართა გუმბათებთან ერთად, საშუალება მიეცათ არქიტექტორებსა და მშენებლებს, რომ ახლოდან დაეთვალიერებინათ გუმბათების მდგომარეობა. გაირკვა, რომ გუმბათები ძალიან დაზიანებულია. ყველა ჭიქური მორყეულია. აქედან გამომდინარე, გუმბათი მოითხოვს მოხსნას ჩვეულებრივად, გასუფთავებას და თავის ადგილზე დაბრუნებას და ეს ყველაფერი კეთდება. რა ფორმაც აქვს გუმბათს შეუნარჩუნდება, უბრალოდ გასუფთავდება და დამაგრდება ჭიქურები თავის ადგილზე. ჭიქურები, რომლებიც უფრო დაზიანებულია, დამზადდება ახალი და შესაბამისად შეიცვლება ახლით. გუმბათი რაზეც არის დამყარებული, ეს არის ქვიშა-ქვის მასიური ქვა, სადაც ჩუქურთმებიც არის გამოსახული. თვითონ ეს ჩუქურთმიანი ქვიშა-ქვის ქვები იმდენად არის დაზიანებული და გატეხილი, რომ აუცილებელი იყო გუმბათის მოხსნა და ამ ქვიშა-ქვის კონსტრუქციის გამაგრება", - განაცხადა საზუნიშვილმა.

პროექტის განხორციელების ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს გაიცა. სამუშაოები დარგის სპეციალისტთა ზედამხედველობით მიმდინარეობს.

გუშინ "ტფილისის ჰამქარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭრელი აბანოს გუმბათების რესტავრაცია არასწორად ხორციელდება.

"ამ ქალაქს პატრონი არ ჰყავს! ამ ქალაქში არქიტექტორი მგრეველია!

აქ რესტავრაციას არ ცნობენ! რატომ მოიხსნა ჭრელი აბანოს გუმბათები?! რატომ უნდა გამოიცვალოს გუმბათის ბაზისები?! გამოქარულია და ახლით შეიცვლებაო. მცხეთის ჯვრის პერანგიც გამოქარულია, შევცვალოთ?! რატომ მოიხსნა გუმბათზე შორენკეცები?! რატომ........!", - აცხადებდნენ გუშინ ორგანიზაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი