ძაღლების საერთაშორისო გამოფენაში მეტისის ჯიშის ძაღლებმაც მიიღეს მონაწილეობა

მსოფლიოს კინოლოგიური კავშირის (WKU) საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარული გეგმის თანახმად, 2015 წლის 20 სექტემბერს თბილისში ძაღლების საერთაშორისო გამოფენა /CAC CACIB/ ჩატარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია, ხოლო გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამომსახურეო კინოლოგიური კავშირია /GSSCU-WKU/.

მერიის ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს სტუმრებმა სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენის მონაწილეებს აფასებდნენ ექსპერტები: ვლადისლავა იაროშჩუკი უკრაინიდან და ივან ბონიცკი ბულგარეთიდან.

"გამოფენა არაორდინარული იყო - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმართა ორგანიზატორს, წინადადებით, გამოფენაში მონაწილეობა მიეღო მეტისის ჯიშის ძაღლებს, მათდამი ინტერესის გაზრდისა და პოპულარიზაციისათვის, რაც საქართველოს კინოლოგიის ისტორიაში პირველად მოხდა", -ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მხარდამჭერები ასევე იყვნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, შპს. "ZOOLIFE + ", უკრაინის ცხოველთა საკვების მწარმოებელი ფირმა "4 ЛАПI" და ცხოველების ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანია "BAX".

ღონისძიების დასასრულს თბილისის მერიასა და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გადაეცა თასი და მადლობის სიგელი ღონისძიების გამართვასა და საქართველოში კინოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს