ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვას ინფორმაციით, სასამართლომ ოფიციალურად ცნო კახა ბენდუქიძის შვილად და მემკვიდრედ

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა სასამართლომ ოფიციალურად ცნო კახა ბენდუქიძის შვილად და მის მემკვიდრედ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბენდუქიძის ქალიშვილმა პრესკონფერენციაზე განუცხადა, სადაც ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ განვლილ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვას თქმით, კახა ბენდუქიძის ქონება ორ ნაწილად არის გაყოფილი მის მეუღლესა და შვილს შორის.

"მემკვიდრეობის შესახებ სამართლებრივი დავა სამ ქვეყანაში დიდ ბრიტანეთში, საქართველოსა და რუსეთში მიმდინარეობდა. დნმ ტესტმა დაადასტურა, რომ ჩემი და კახა ბენდუქიძის გენების თანხვედრა 99,999 %-ია. ის, რომ კახა ბენდუქიძე მამაჩემია, უკვე დადგენილია. ახლა შემიძლია გადმოვიდე საქართველოში და ჩავერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

რა თქმა უნდა, დამჭირდება რომ გავერკვე სიტუაციაში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მხოლოდ მე არ ვიქნები გადაწყვეტილებების მიმღები და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ურთიერთმოლაპარაკების ნიადაგზე. დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ამ საკითხებზე შეთანხმებას მოვახერხებთ", -განაცხადა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია