ამერიკელმა მსახიობმა ჯესიკა დრეიკმა დონალდ ტრამპი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა

ამერიკელმა მსახიობმა ჯესიკა დრეიკმა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. CNN-ის ინფორმაციით, მსახიობმა გუშინ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ ინციდენტი 10 წლის წინ კალიფორნიაში გამართულ გოლფის ტურნირზე მოხდა.

ჯესიკა დრეიკის თქმით, ბიზნესმენმა მსახიობთან განმარტოების სანაცვლოდ, მას 10 ათასი დოლარი და კერძო თვითმფრინავით მომსახურებაც შესთავაზა.

პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში აღნიშნული ფაქტი უარყვეს და ინციდენტი დონალდ ტრამპის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს, რომლის ორგანიზატორადაც მთავარ კონკურენტს, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს მიიჩნევენ. ჯესიკა დრეიკი უკვე მეთერთმეტე ქალია, რომელმაც ბიზნესმენი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. ბრალდებების სერია ოქტომბერში 2005 წელს გაკეთებული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ტრამპი ქალების მიმართ საუბრის დამამცირებელ მანერას მიმართავს.

პორნოვარსკვლავმა ჯესიკა დრეიკმა დონალდ ტრამპი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს