6 აპრილს გამოფენა „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა“ მოეწყობა

6 აპრილს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა გამოფენა „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა“. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქართული ხელოვნების კოლექციის საუკეთესო ნიმუშები, იმ შემოქმედთა მხატვრული მემკვიდრეობა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის სახვით ხელოვნებას საქართველოში.

”XX საუკუნის I ნახევრის სახვითი ხელოვნების ფართო სპექტრით წარმოდგენა ნათელყოფს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, მის თანადროულობას ზოგად ევროპულ მხატვრულ პროცესებთან და, ამავე დროს, მის მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებას, თვალსაჩინო ქართველი მხატვრების შემოქმედებას და მათ შემოქმედებით ინდივიდუალობას”, - განმარტავენ ეროვნულ მუზეუმში.

მათივე ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მოსე თოიძის, დიმიტრი შევარდნაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, კირილე ზდანევიჩის, შალვა ქიქოძის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, ალექსანდრე ციმაკურიძის, აპოლონ ქუთათელაძის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის, პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, უჩა ჯაფარიძისა და კორნელი სანაძის ნამუშევრები.

აღნიშნული ექსპოზიცია ერთგვარი გაგრძელებაა გამოფენისა - „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან“.

გამოფენა 6 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება მისამართზე: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია