რუსთავში ტაძრის ეზოში მოსახლეობამ გველი დააფიქსირა

რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში მოსახლეობამ გველი დააფიქსირა. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე შეტყობინება არ შესულა.

,,ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლები აქტიურდებიან, რუსთავი ნახევრად უდაბნოს ზონაშია განთავსებული, თუმცა ქალაქის ტერიტორიაზე შხამიანი გველები არ ფიქსირდება, ყველა შეტყობინების შემთხვევაში ადგილზე გასულ ჰერპეტოლოგებს გველხოკერა ან წითელმუცელა მცურავი ხვდება, რომლებიც შხამიანები არ არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. გასულ წლებთან შედარებით ქალაქში ქვეწარმავლების დაფიქსირების შემთხვევები შემცირებულია", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

რუსთავში, მაისიდან ივნისამდე, ცხელ ხაზზე 15-მდე შეტყობინებაა შესული ქვეწარმავლის დასახლებულ უბნებში ნახვის თაობაზე.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს