პროკურორი - ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ამ ეტაპზე ბრალდების მხარე არ განიხილავს

სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან, მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს ამ ეტაპზე ბრალდების მხარე არ განიხილავს,- ამის შესახებ ჟურნალისტება საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საპროცესოს გაფორმების საკითხს ბრალდება არ განიხილავს იმ პირობის გამო, რომ მენაშენეებს პრეტენზია ჯერ კიდევ გააჩნიათ. ამასთან, როგორც პროკურორი აღნიშნავს, ამ საკითხზე პროკურატურასთან აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

”საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან პროკურატურასთან ჯერჯერობით აქტიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც ისინი აცხადებენ, მოლაპარაკებები აქვთ ინვესტორებთან. გარკვეულწილად შედეგი აქვთ და ვფიქრობ, თვის ბოლოს ინვესტორთან შეთანხმება შედგება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს იმ პირობის გამო, რომ ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა და მენაშენეებს პრეტენზია აქვთ. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა საქმეზე გავაგრძელებთ არსებით განხილვას, რაც მიმდინარეობდა ”მიონის” და ”მაგნოლიას” საქმესთან დაკავშირებით”,- განაცხადა დავით გუმბერიძემ.

იმ შემთხვევაში, თუკი ინვესტორთან მოლაპარაკებები შედგა, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებთან, პროკურორი ამბობს, რომ მთავარი პირობა მენაშენეების დაკმაყოფილებაა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია