ნუგზარ ჭონქაძე - უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების განმავლობაში

უარვყოფ, რომ მე ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების განმავლობაში, - ამის შესახებ თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ ჟურნალისტებს გუშინ საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ჭონქაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებს. “მე ვარ ამაყი იმით, რომ დღეს საღმა აზრმა გაიმარჯვა და ის ბრალდებები, რაც ჩემს მიმართ იყო წაყენებული, არ გაიზიარა საზოგადოებამ. ეს იყო ფარსი და ტყუილი, ჩემი შეურაცხყოფა. სამი დღის განმავლობაში მე ვითმენდი ამ შეურაცხყოფებს, ვითმენდი მათ შორის, ამ დარბაზშიც და აქედან გამოირიცხება, რომ მე ვარ აგრესიული ჩემს ცხოვრებაში. ბრალდებებს მიყენებდნენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობდნენ, წარმოდგენა არ აქვთ ჩემს პიროვნებაზე, არ იციან ჩემი ცხოვრების სტილი, წესი და ურთიერთობა არ ჰქონიათ პირადად. ისინი ამ ბრალდებებს მხოლოდ თავისი ფანტაზიით და მხატვრული გაფორმებით აკეთებდნენ თავიანთი პოლიტიკური მიზნების გამო. ამ შეურაცხყოფებს ისმენდნენ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ეს ხდებოდა არა პრივატულ სივრცეში, არამედ საჯაროდ. ამას მე არ ვიზიარებ. უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების მანძილზე, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ვინმესთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის ტყუილი ბრალდებები. ამ ადამიანებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს პიროვნებაზე, რომელსაც არ იცნობენ. მე მათ ათი ნაბიჯით გავუსწარი, არ ვარ მათი დონის ადამიანი და არ ავყვები”, - განაცხადა ნუგზარ ჭონქაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ნუგზარ ჭონქაძე სოციალურ ქსელებში „სულიკო კედელაშვილის“ სახელით და გვარით იყო რეგისტრირებული და ის ჰომოფობიური, ძალადობრივი განცხადებებით გამოირჩეოდა, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას ნუგზარ ჭონქაძემ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოითხოვა, თუ რაში სდებდენ მას ბრალს. “ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები?! რაში მდებთ ბრალს, მე ამ ქალაქის სამსახურში მოვდივარ ჩემი საქმის საკეთებლად და მოხარული ვარ, რომ უნდა ვემსახურო ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალს”, - განაცხადა ნუგზარ ჭონქაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებამდე აუდიო, ფოტო, ვიდეო მასალა გადასცა, სადაც დათუკიშვილის თქმით, ჭონქაძის ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებები იყო ჩაწერილი. დათუკიშვილის განცხადებით, ამ მასალების ჩვენება მათ თბილისის მერის, კახა კალაძისთვისაც უნდოდათ, თუ ის საკრებულოს სხდომაზე მივიდოდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია