ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

თბილისში, ბარნოვის #77-ში 25 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, - აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

„გოგონას, რომელსაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელი გამოჭრა, 2 შვილი ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ. 25 წლის გოგო ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც ნაქირვები იყო. გარდაცვლილის მშობელი და ნათესავები დაკითხვაზე არიან გადაყვანილები. შსს ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს“, - წერს ტელეკომპანია.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია