მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 540 პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური აღჭურვილობა პოლიციელებს დაეხმარება, რომ მათ შემთხვევის ადგილიდან რეალურ დროში მიიღონ და გაცვალონ ინციდენტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

„ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს რისკების, საფრთხეებისა და დანაშაულის ტენდენციების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პლანშეტური კომპიუტერების გადმოცემა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის დანერგვას, რაც სამომავლოდ პოლიციას დანაშაულის უფრო ეფექტიანად გამოძიებაში, პრობლემის ადრეულ იდენტიფიცირებასა და დანაშაულის პრევენციაში დაეხმარება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)