ჭრა-კერვა-მოდელირების მიმართულებით გორში 25 დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალი გადამზადდება

გორის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჭრა-კერვა-მოდელირების მიმართულებით 25 დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალი გადამზადდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციაპლიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სწავლის დასრულების შემდეგ, 25-ვე კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადაეცემა. „ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან შრომის ბაზარზე მკერავებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ჭირს სპეციალისტი, რომელსაც თანამედროვე მანქანა-დანადგარების მართვა შეუძლია. ამიტომ კერვის შემსწავლელი კურსის დაფინანსება მუნიციპალიტეტის მიერ დროულ და საჭირო საქმედ მიგვაჩნია“, - აღნიშნეს გორის მერიის წარმომადგენლებმა პროექტის ბენეფიციარებთან შეხვედრისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი განვითარებისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს პროექტს „გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“.

პროექტის საერთო ღირებულება 6012 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4720 ლარით ფინანსდება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს