„ელიტ ელექტრონიქსში“ nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი გაიხსნა

„ელიტ ელექტრონიქსში“ nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი გაიხსნა. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე არსებულ „ელიტ ელექტრონიქსში“ nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმის პრეზენტაციას „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა, „ნობილიას“ რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოში მაიკლ ბეარი და „ნობილიას“ პროექტის ხელმძღვანელი თამარ ბიჭიაშვილი ესწრებოდნენ. მათ საზოგადოებას ბრენდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამზარეულოს ავეჯის შოურუმის გახნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ „ელიტ ელექტრონიქსმა“ სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდთან nobilia-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი გაიყიდება. პროდუქცია უნიკალურია და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზეა მორგებული.

„ელიტ ელექტრონიქსის“ ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით. მზა სამზარეულოს ავეჯი საქართველოში შეკვეთიდან 60 დღეში ჩამოვა,“ – განაცხადა პრეზენტაციაზე თამარ ბიჭიაშვილმა.

საქართველოში „ნობილიას“ რეგიონული წარმომადგენელის მაიკლ ბეარის თქმით კი, nobilia 70 წელზე მეტია, რაც აწარმოებს სამზარეულოს ავეჯს და ევროპაში აღიარებულია ლიდერ ბრენდად. კომპანიის პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება. „გერმანიაში ყოველ მე-3 ოჯახში nobilia-ს სამზარეულოა განთავსებული. ავეჯი მზადდება მხოლოდ ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით“, – განაცხადა ბეარმა.

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსში“ აცხადებენ, რომ ხარისხის, წარმოებისა და დიზაინის სფროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის - DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და "ოქროს M"-ს ხარისხის მართვის სერტიფიკატები.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. კომპანიამ ფაქტობრივად ტრანსფორმაცია განიცადა. შევცვალეთ კონცეფცია მაღაზიების, რათა უფრო მეტად კომფორტული გამხდარიყო ჩვენი მომხმარებლისთვის შესყიდვების პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებას და სამზარეულოს ბიზნესში შევედით, რაც ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. დარწმუნებული ვართ, ვიქნებით წარმატებულები“, – განაცხადა ჯობავამ. მისივე თქმით, პირველ რიგში შორურუმები მათ თბილისსა და ბათუმში გახსნეს, თუმცა შემდგომ სხვა ქალაქებში გაფართოების გეგმა აქვთ.

„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმის გარდა, ასევე ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს