კურტ ვოლკერი - აშშ უკრაინას მხარდაჭერას გაუწევს და არასოდეს მიატოვებს

აშშ უკრაინას მხარდაჭერას გაუწევს და არასოდეს მიატოვებს, - განაცხადა უკრაინის საკითხზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა.

„აშშ მხარს უჭერს უკრაინას. თქვენი პარტნიორები ვართ რეფორმების გატარების საკითხში. რეფორმებს თქვენ განსაზღვრავთ და თქვენვე ატარებთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, როგორც არჩევნების დროს, ასევე არჩევნების შემდეგ, მიუხედავად შედეგებისა“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები სუფთად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი