პროკურორი - ინციდენტის შემსწრე მანდატურებმა დაადასტურეს, რომ ზვიად კუპრავას მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელ ფაქტს

სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დაკავებული "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავა საქმეზე პროცესი გაიმართა. დღევანდელი პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ ის პირები, ვინც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა სასამართლო სხდომაზე გაიხსენეს, რომ კუპრავამ კონკრეტული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვა გამოიყენა.

როგორც ცნობილია, ზვიად კუპრავას გამოძიება მოსამართლისადმი უპატივცემულობას ედავება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები.

ინციდენტის შემსწრე თითოეულმა მანდატურმა დაადასტურა მომხდარი ფაქტის სიზუსტე. განმარტეს, რომ ზვიად კუპრავას მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელ ფაქტს", - განაცხადა კიკაჩეიშვილმა.

მისი თქმით, მომდევნო პროცესზე დაიკითხებიან ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ის პირები, ვინც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.

გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია