მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე მედიკო მარგოშვილი ოჯახის ადვოკატთან ერთად  პარლამენტთან მივიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე მედიკო მარგოშვილი ოჯახის ადვოკატთან ერთად პარლამენტთან მივიდა, სადაც კარვებია გაშლილი. მარგოშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე და აღნიშნა, რომ მის მეუღლეს პროვოკაცია მოუწყვეს.

„პროვოკაციაში ვერანაირად ვერ ჩაითრიეს და გამონახეს ასეთი რაღაც. რატომ უნდა დააკავონ. ჩემი შვილის მკვლელები დააკავონ ჯერ და მერე დააკავონ ეგ თუ დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რა უნდა გამოკვირდეს, შუაღამეს მომიცვივდნენ არაფრის გულისთვის შვილი ჩამიცხრილეს", - განაცხადა მარგოშვილმა.

ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სავარაუდოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმის შვილს სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის თვალთვალს ავალებს. ჩანაწერში მაჩალიკაშვილი მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილს ეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ გოგაშვილია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს