ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს

ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს, როგორც სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობას, - ნათქვამია წერილში, რომელსაც 26 მაისის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს უგზავნის.

ეკატერინა ზაჰარიევას თქმით, საქართველო ბულგარეთის ღირებული პარტნიორია. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ უნდა გაგრძელდეს ინვესტირება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით, რადგან ეს საქართველოსა და ბულგარეთის საერთო ინტერესშია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს