ძლიერი წვიმის გამო, მახინჯაურში მოძრაობა პარალიზებულია, ბათუმის მთავარი შესასვლელი ჩაკეტილია

მახინჯაურში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია. უხვი ნალექის გამო, ბათუმის მთავარი შესასვლელი ჩაკეტილია.

მახინჯაურში შპს "ბათუმის წყლის" თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

ავტომობილებში მსხდომი მოქალაქეები აცხადებენ, რომ თითქმის ერთი საათია საცობში არიან.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ამ დროისათვის ძლიერი წვიმაა. ნალექის გამო, ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი 20-მდე შეტყობინება შევიდა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს