ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან პარალელურ ქუჩებზე ასახვევები გაუქმდება

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან პარალელურ ქუჩებზე ასახვევები გაუქმდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ განმარტა, ცვლილება მას შემდეგ გახდება საჭირო, რაც ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების ზოლი ქუჩის შუაში დაიხაზება.

მისივე თქმით, ქუჩები აუცილებლად გაცალმხრივდება შიდა ვაკეში.

„ჭავჭავაძეზე ორმხრივი მოძრაობა აუცილებლად დარჩება, მაგრამ მარცხენა ასახვევები გაუქმდება. მარცხენა ახვევები იქნება ფალიაშვილის ქუჩიდან“, - აღნიშნა აბესაძემ.

ცნობისთვის, ვაკეში, ჭავაჭავაძის გამზირზე, ასევე რუსთაველის გამზირზე ავტობუსების ზოლები ქუჩის შუაში იქნება.

ასმათ აბესაძის ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს