ნიკა მელიას საქმის პროკურორი - საქმეში  არის პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც მოწოდებებია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეები სასამართლოს წარუდგენენ იმ მასალებს, რაც გამოძიების ეტაპზე მოიპოვეს და რის წარდგენას და გამოკვლევას, შემდგომ უკვე არსებითი განხილვის სხდომაზე აპირებენ.

მისი თქმით, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ვიდეოჩანაწერები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები.

„საქმეშია პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, სადაც არის მისი მოწოდებები, ასევე მისი მოქმედებები და მისი მოქმედებებით და მოწოდებებით გამოწვეული სხვა პირების ქმედებებიც", - განაცხადა ნეფარიძემ.

პროკურორის განმარტებით, საქმეში პოლიციელების ჩვენების გარდა სხვა ჩვენებებიც დევს. მისი თქმით, რას ყვებიან ეს ადამიანები ჩვენებებში, შინაარსის თაობაზე ვერ ისაუბრებს. პროკურორის თქმით, დღეს სასამართლო იმსჯელებს იმაზე რამდენად კანონიერადაა მოპოვებული ეს მტკიცებულებები, ასევე იმსჯელებს არსებით სხდომაზე მათ გადაცემის საკითხზე.

„ისინი ადასტურებენ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რაც ასახულია, როგორც სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, ასევე მათ ჩვენებებში", - განაცხადა ნეფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია