სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი (კმ6-კმ14) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი გურიის რეგიონში მდებარეობს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზამოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზინებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროექტით, გათვალისწინებულია, მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 197 808 ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს