წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი - ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული  - თვითიზოლაციაში შვიდი ადამიანი ვართ

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 აპრილს ტაძარში აღსარების ჩასაბარებლად იყო მოსული, - ამის შესახებ წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა მამა იოანე ოქროპირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ტაძარი ამ ეტაპზე დაკეტილია, ხოლო თავად, 6 მონაზონთან ერთად, ტაძარშივე, თვითიზოლაციაში იმყოფება. მამა იოანე ოქროპირიძის თქმით, არც მას და არც დანარჩენ მონაზვნებს არანაირი სიმპტომი არ აქვთ და თავს კარგად გრძნობენ.

„ჩვენი მრევლი არ იყო, მოსული იყო უბრალოდ. მოვიდა აღსარება მითხრა და წავიდა. 10 დღის უკან იყო ეს ფაქტი. შეხება სულ არ ჰქონია ჩემთან, მიყვებოდა, აღსარება მითხრა და წავიდა. დისტანცია დაცული გვქონდა. გუშინ გავიგეთ ეს ყველაფერი. ახლა მოვლენ, ტაძარს დეზინფექცია რომ ჩაუტარდეს. ჩვენ თვითიზოლაციაში ვართ, ჩემ გარდა კიდევ 6 პირია, ჯამში 7 ადამიანი. ხალხში არ უვლია ამ ქალბატონს. მოვიდა აღსარება თქვა და წავიდა, ძალიან გაჭირვებული ადამიანი იყო. არ მახსოვს წირვის დროს იყო თუ წირვის შემდეგ, მთელი დღე ამ საქმეს ვაკეთებ. არავისთვის არ მიმიმართია, არაფერი არ მჭირს. არანაირი სიმპტომები არ მაქვს არც მე და არც მონაზვნებს," - განაცხადა მამა იოანემ.

იხილეთ ვიდეო: მრევლში კორონავირუსის დადასტურების გამო, წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაიხურა, 7 სასულიერო პირი კი თვითიზოლაციაშია

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს