საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტორდან აცნობეს, კომპანია „გლობალ სელმა“ სამინისტროს, მემორანდუმის საფუძველზე, სასკოლო პროცესისთვის ადაპტირებული სპეციალური მოდელის 150 ერთეული პლანშეტი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

„სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების ონლაინ მეთოდების დანერგვა ერთ-ერთ ეფექტიან გზად იქცა სწავლა-სწავლების უწყვეტად მიწოდების პროცესში. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ყველა მოსწავლისთვის ონლაინ-სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მსოფლიო დისტანციური სწავლის მეთოდზეა გადასული, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ქართველ მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან წვდომა სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე ჰქონდეთ. ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანია „გლობალ სელმა“ გამოიჩინა საზოგადოების მიმართ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებს პლანშეტები საჩუქრად გადასცა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ხურვალეთისა და წითელუბნის სკოლების ყველა მოსწავლე საჩუქრად სასკოლო პროგრამასთან ადაპტირებულ პლანშეტებს მიიღებს

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს