ლაგოდეხის სოფლების - ჭიაურის, ჰერეთის კარისა და თამარიანის უწყვეტი წყლის მიწოდებისთვის ახალი ჭაბურღილი აშენდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭიაურის, ჰერეთის კარისა და თამარიანის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ახალი ჭაბურღილი აშენდება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შედეგად, აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 1200-მდე ადამიანს წყალმცირობის სეზონზე, დებიტის სიმცირით გამოწვეული წყალმომარაგების პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება.

“შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოცხადებული ტენდერი დაასრულა. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კონტრაქტორმა 75 დღეში უნდა დაასრულოს.

კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მიმდინარე წლის თებერვალში იმყოფებოდა და წყალმომარაგების კუთხით მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელის დავალებით, ლაგოდეხში ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა და ადგილზე შეისწავლა არსებული ჭაბურღილების მდგომარეობა, საიდანაც ხდება სოფლების წყლით მომარაგება. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე წყალმომარაგების კომპანიამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები გაატარა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი