ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს

მთავრობის ადმინისტრაცია ქორწილის აკრძალვის თაობაზე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება.

კერძოდ, მათი განმატებით, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.

მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრება დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიების აკრძალვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მიიღო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს