გედევან ფოფხაძე - უშიშროება და ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკური პროცესის მხარე გახდა - თუ არჩევნებამდე ეს პროცესი შენარჩუნდა, მომავალი პარლამენტი ლეგიტიმური ვერ იქნება

უშიშროება და ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკური პროცესის მხარე გახდა - თუ არჩევნებამდე ეს პროცესი შენარჩუნდა, მომავალი პარლამენტი ვერანაირად ლეგიტიმური ვერ იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

ფოფხაძის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურები საარჩევნო პროცესში არა თუ მასობრივად არიან ჩართულნი, არამედ გახდნენ მხარე და რეგიონები, რაიონები და საარჩევნო შტაბები გადაიბარეს.

“ეს არის კიდევ ერთი საფუძველი, რომ მომავალ პარლამენტს ესტაფეტა ვერ გადავცეთ. არ შეიძლება ასეთი გზით არჩეული პარლამენტი ლეგიტიმური იყოს. თუ ეს პროცესი შენარჩუნდა და არჩევნები ასე ჩატარდა, ეს იქნება ყველას სირცხვილი, ვისაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერთან რაღაც შეხება გვქონდა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ასეთი გზით არჩევა არ შეიძლება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ბიუროს სხდომაზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს