გრიგოლ ვაშაძე - ძვირფასო მეგობრებო, არავითარი ძალადობა - ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არეულობისთვისარ ემზადება.

მისი თქმით, დრო, რომელიც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის არის, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე ეკრანი განთავსდეს.

"მე ქუთაისიდან ჩამოვედი ახლა და სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ ვიცი, ვინ რაზე შეიტანა განცხადება და ვინ რაზე მოითხოვა ნებართვა, როგორც თქვენი ტელევიზიები არ ემზადებიან არეულობისთვის, ისე გაერთიანებული ოპოზიცია არ ემზადება. თუ რაღაცა დრო არის მითითებული, ეს იმისთვის არის, დარწმუნებული იყავით, რომ ეკრანი დაიდგას სცენაზე და იდგას იქ აბსოლუტურად წყნარად და მშვიდად. თქვენი ეთერის საშუალებით, ყველა ჩვენი პარტიების წევრებს და მხარდამჭერებს- ძვირფასო მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არავითარი ძალადობა, ჩავატაროთ ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რამე დაგვაბრალოს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია, რომ მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12:00 საათიდან შეკრებას გეგმავს.

დღესვე, თბილისის მერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, პარტია 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ, 12:00 საათიდან, 24:00 საათამდე მრავალსაათიანი შეკრების ორგანიზებას გეგმავს.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა