სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად, მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა ინტენსიურად გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მედპერსონალის გამოკითხვა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა ინტენსიურად გრძელდება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან გაიგზავნება.

„საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას ინტენსიურად განაგრძობს. შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ გაიგზავნება. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად პროფესიული განვითარების საბჭოს წარედგინება, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვრ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს