ყიფშიძის N10-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა, ასევე, ურბანული ავეჯი და განათების ქსელი დამონტაჟდა. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გახსნა.

„ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და მათი აქტიური ჩართულობით, მოვამზადეთ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი და შემდგომში დავიწყეთ განხორციელება. სივრცე გამოვიდა ლამაზი, მწვანე, კომფორტული, სადაც არამარტო ამ კონკრეტული მისამართის მცხოვრებლებს, არამედ მიმდებარე სახლების მოსახლეობასაც შეუძლია დასვენება“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ - „ემ ემი“ შეასრულა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს