კახეთში წითელი ნუსხით დაცული ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ჭალის მუხის სახეობის ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

„სოფელ ჩადუნიანის მიმდებარედ, მოქალაქეები, უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 8 ერთეული მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

უკანონოდ მოპოვებული ჭალის მუხის სახეობის 16 ერთეული მორი გამოვლინდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სოფელ ჰერეთისკარშიც, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში.

საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ, ჯამში, 10 000 ლარს გადააჭარბა.

ზემოაღნიშნული სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს