რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა

რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართა.რუსთავის მერიის ცნობით, აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გმირთა მემორიალთან, გვიან ღამით შეიკრიბნენ.

რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„8 აგვისტო, ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ამ ომს მრავალი ჩვენი თანამოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეეწირა. მოხდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.

ამავდროულად, ეს არის თავდადების, თავგანწირვისა და ჩვენი მეომრების გმირობის დღე. ჩვენ დღეს მოვედით და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას, რომელთაც თავისი სამშობლოს სიყვარულისთვის, მომავლისთვის დათმეს უმთავრესი, რაც კი გააჩნდათ - სიცოცხლე“, - განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აგვისტოს ომში დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალთან დღესაც, 8 აგვისტოს შეიკრიბნენ. ბესიკ ტოგონიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, გმირთა მემორიალი და დაღუპულთა საფლავები ყვავილებით შეამკეს. ამასთან, 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს