„გაგუას კლინიკის“ ინიციატივით Facebook ჯგუფი “ორსულობა და Covid-19 ვაქცინაცია” შეიქმნა

ორსულობასა და COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „გაგუას კლინიკამ“ სპეციალური „ფეისბუქ“ ჯგუფი შექმნა, სადაც ექიმები დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციებს აძლევენ.

ამასთან, ორსულებს საშუალება აქვთ დასვან კითხვები, ხოლო უკვე ვაქცინირებულებმა თავიანთი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ. ჯგუფის მიზანია საზოგადოების მაღალი ინფორმირებულობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ჯგუფში „ორსულობა და COVID-19 ვაქცინაცია გაწევრიანება შეუძლია ყველა მსურველს როგორც ორსულ, ისე მეძუძურ დედებს, რომლებიც გეგმავენ ვაქცინაციას და ამავდროულად სურთ, მოსაზრებები პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმებისგან მოისმინონ.

აქვე, „გაგუას კლინიკა“ აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელიც დაინტერესებულ პირებს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება:

• COVID-19– ის ვაქცინაცია (Pfizer) რეკომენდირებულია ორსულების, მეძუძრი დედებისა და ქალბატონებისთვის რომლებიც გეგმავენ ორსულობას,

• ვაქცინაციის სარგებელი აღემატება ნებისმიერ მოსალოდნელ რისკს COVID-19 ინფიცირების შემთხვევაში,

• არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ვაქცინა იწვევს უნაყოფობას.

„გაგუას კლინიკის“ ექიმები გვირჩევენ, ვენდოთ მხოლოდ გადამოწმებულ და მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელსაც ისინი „ფეისბუქ“ ჯგუფში ორსულ და მეძუძურ დედებს აქტიურად მიაწვდიან.

ჯგუფში გაწევრიანებისთვის მიჰყევით ბმულს:

https://www.facebook.com/groups/pregnancyandcovidvaccine/

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს