როგორ ვებრძოლოთ შემოდგომის სეზონურ ალერგიას

ალერგია - ეს არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული მგრძნობელობა ჩვეულებრივ უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

ორგანიზმში, ამ უჩვეულო რეაქციის გამომწვევ ანტიგენებს ალერგენები ეწოდება. ალერგენები არის ყველგან: საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში. ესენია: ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული, მწერების შხამი, მცენარეების მტვერი, ობის სოკო, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ქიმიური ნივთიერებები, პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ სეზონური ალერგიები მხოლოდ გაზაფხულზე გვხვდება, თუმცა ხშირად არც შემოდგომის სეზონი მიმდინარეობს ალერგიის გამწვავების გარეშე.

შემოდგომის სეზონური ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს რესპირაციული სიმპტომებით: ე.წ თივის ცხელებით, ალერგიული რინიტით ან ბრონქული ასთმით და კანის ალერგიული დაავადებებით, როგორიცაა ალერგიული დერმატიტები, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და სხვა.

შემოდგომის სეზონური ალერგიის ჩამოყალიბებას მეტწილად ალერგიული მცენარეების ყვავილობა და ჰაერში ობის სოკოს სპორების გავრცელება უწყობს ხელს.

ზაფხულის მიწურულიდან გვიან ოქტომბრამდე ყვავის ალერგიული სარეველა მცენარეები როგორიცაა: ამბროზია, ავშანი, ნაცარქათამა და სხვა.

ამბროზია არის ძალიან მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარე. ყვავილობისას იგი წარმოქმნის მტვერს, რომელიც შედგება უმცირესი ზომის, თვალისთვის უხილავი მარცვლებისგან. საყურადღებოა, რომ ერთმა მცენარემ შესაძლებელია მილიონობით ყვავილის მტვრის მარცვალი წარმოქმნას. ყვავილის მტვრის მარცვლები შეიცავენ დიდი რაოდენობით ალერგენებს, რომელიც ქარის საშუალებით სწრაფად, შორ მანძილზე ვრცელდება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა ამბროზიამ ალერგია მაშინაც კი გამოიწვიოს, როდესაც იგი ჩვენს სიახლოვეს არ არის.

ადრეულ შემოდგომაზე ატმოსფერო დატვირთულია ობის სოკოს სპორებით, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია. ობის სოკო უხვად არის გაბნეული შენობებში, ლპობის პროცესში მყოფ მცენარეებში, ჰაერში. ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ მართლაც სასიამოვნოა შემოდგომის ფოთოლცვენა, ძირს მოფენილი ფერადი ფოთლების გროვების ირგვლივ სუფთა ჰაერზე სეირნობა. მაგრამ, როგორც კი ფოთლის გროვები ლპობას იწყებს, ობის სოკოს გავრცელების წყარო ხდება. ალერგიული ადამიანების მიერ მათი ჩასუნთქვა და სასუნთქი სისტემის ლორწოვანზე ექსპოზიცია იწვევს ორგანიზმის რეაქციას და სასუნთქი სისტემის მხრივ სხვადასხვა სიმპტომის გამოვლინებას – ხველა, ცხვირცემინება, თვალების ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა, ცხვირის გაჭედილობა, უფრო რთულ შემთხვევაში – ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის უკმარისობა.

შემოდგომაზე გვიწევს სამოსის განახლება. სამოსი, რომელიც კარადაში თვეობითაა შენახული შესაძლოა იყოს დანესტილი ან მიკროსკოპული ზომის მტვრის ტკიპებით დაბინძურებული. ნესტზე ალერგიის განვითარება დაკავშირებულია ნესტიან გარემოში არსებული ობის სოკოს სპორების ჩასუნთქვასთან, ამიტომ ტანისამოსის გამოყენებამდე აუცილებელია მისი კარგად განიავება და გასუფთავება.

სეზონური ალერგიისგან თავის დაცვა არცთუ ისე მარტივია. ალერგიისგან თავის დასაცავად ატარეთ პირბადე, ხშირად გარეცხეთ ტანისამოსი, გასეირნების შემდეგ დაბანეთ შინაური ცხოველები, მოერიდეთ სახლში ფეხსაცმელებით სიარულს. ქარიან დღეებში დახურეთ ფანჯრები, განსაკუთრებით თუ გადატვირთულ გზასთან ახლოს ცხოვრობთ, რადგან ჰაერის დაბინძურება ალერგიის სიმპტომებს კიდევ უფრო ამწვავებს.

ალერგიულ პაციენტთა უმრავლესობა შემოდგომის სეზონური ალერგიის გამწვავებას ანტიჰისტამინური პრეპარატებით ებრძვის.

ალერტეკი (ცეტირიზინი 10 მგ) ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატია. ალერტეკი სწრაფად და ეფექტურად მოგიხსნით ალერგიის ყველა სიმპტომს.

ალერტეკის დოზირება და მიღების წესი:

2-6 წლამდე ბავშვებში: 1/2 ტაბლეტი (5 მგ) ერთხელ დილას ან 1/4 ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილას და საღამოს)

6-12 წლამდე ბავშვებში: 1 ტაბლეტი (10 მგ) ერთხელ დილას ან 1/2 ტაბლეტი (5 მგ) დღეში ორჯერ (დილას და საღამოს)

მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ (10 მგ) დილას

ალერტეკი არ იწვევს ძილიანობას და შრომის უნარის დაქვეითებას, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ავტომობილის მართვის დროსაც. ალკოჰოლის მიღება არ ცვლის ალერტეკის მოქმედების ეფექტს. მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ხანგრძლივობით.

ალერტეკი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს