ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ

სახალხო არტისტს, ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მთაზე, ახალ პანთეონში დაკრძალავენ. ჯემალ ჭკუასელი სამების საკათედრო ტაძარში გუშინ გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. 2015 წლიდან კი ის "ერისიონის" მთავარი დირიჟორი იყო.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს